მედიაციის საერთაშორისო ტრენინგი საქართველოში

$200.00

Mediation Skills Course

წინამდებარე კურსი წარმოადგენს „ედვარდსის მედიაციის აკადემიისა“ და „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ ურთიერთანამშრომლობით ორგანიზებულ მედიაციის სასერტიფიკატო პროგრამას, რომელიც აკრედიტებულია სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ. სასერტიფიკატო პროგრამა უნიკალურია თავისი ფორმატიდან გამომდინარე, ვინაიდან, მსმენელებს აძლევს შესაძლებლობას ერთდროულად მიიღოს სერტიფიკატი, რომელიც აღიარებულია ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მედიაციის სფეროში.

„ედვარდსის მედიაციის აკადემია“  დაფუძნდა 2014 წელს აშშ-ში და წარმოადგენს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განსავითარებელ სასწავლო ცენტრს მსოფლიო მასშტაბით. ონლაინ კურსების ფარგლებში სწავლების პროცესში ჩართულები არიან  აშშ-ში მედიაციის ყველაზე გამოცდილი ექსპერტები და სფეროს პიონერები. კურსი ინტერაქტიურია და მოიცავს მედიაციის სწავლებას გამოცდილების მიღების გზით და არა მხოლოდ სახელმძღვანელოს მეშვეობით. კურსი მოსახერხებელია, იმის გათვალისწინებით რომ დაინტერესებულ პირებს მისი ძირითადი ნაწილის გავლა შეუძლიათ ონლაინ რეჟიმში სახლიდან ან/და ოფისიდან გაუსვლელად, რეგისტრაციიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში.

ონლაინ კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ,მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შემდეგი ერთი წლის განმავლობაში გაიარონ 3 (სამი) დღიანი – 24 საათის ხანგრძლივობის პრაქტიკული აქტივობები, „ედვარდსის მედიაციის აკადემიის“ ადგილობრივი პარტნიორის „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ ბაზაზე,  აკრედიტებული ტრენერების ხელმძღვანელობით. სესიები მოიცავს როლურ თამაშებსა და სიმულაციებს, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა და გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები მედიატორის ამპლუაში.

მედიაციის სასწავლო კურსის სპეციფიკა საქართველოში:

  • 64 საათიანი კურსი, რომელიც მოიცავს 40 საათიან ონლაინ ტრენინგებს და 24 საათიან სიმულაციებს ადგილზე;
  • ტრენინგი, ფასილიტაცია და კითხვა-პასუხის რეჟიმი ადგილობრივ ფასილიტატორებთან და მედიაციის ექსპერტებთან;
  • პრაქტიკული სწავლება მედიაციის პროცესის შესახებ, ვირტუალურად, ბრიუს ედვარდსთან ერთად, რომელიც უხელმძღვანელებს სრულ პროცესს, მედიაციის პროცესის დასაწყისიდან შეთანხმების მიღწევამდე;
  • თითოეული მოდულის დასრულების შემდეგ, შეფასებები და ინდივიდუალური უკუკავშირი მედიაციის ქართველი ექსპერტებისგან;
  • გამიზნულია ნებისმიერი 18 წლის ასაკს მიღწეული სრულწლოვანი პირისთვის, რომელიც დაინტერესებულია, დავის მედიაციის მეშვეობით გადაჭრის გზების ძიებით და არ არის ნასამართლევი;
  • „ედვარდსის მედიაციის აკადემიის წევრობა“ და ხელმისაწვდომობა აკადემიის ვებინარებს, ინტერვიუებს, ბლოგებსა და სხვა დამხმარე მასალებზე.
  • კურსის ღირებულება არის 997 აშშ დოლარი. თუმცა იგი სპეციალურად ფასდაკლებულია ქართული აუდიტორიისთვის და მისი ღირებულება შეადგენს 250 აშშ დოლარს, რომელთაგანაც 200 აშშ დოლარი უნდა გადაიხადოთ ამავე ვებ-გვერდის მეშვეობით, ხოლო 50 აშშ დოლარი ადგილზე.
  • დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: 
  1. მარი ციცქიშვილი – მეილი: mari.tsitskishvili@jtconsulting-geo.com, ტელეფონი: +995 558 04 40 00:
  2. ნანა თურმანიძე – მეილი: nana.turmanidze@jtconsulting-geo.com, ტელეფონი: +995 595 50 92 61

სერტიფიცირება:

სასერტიფიკატო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილე, „ედვარდსის მედიაციის აკადემიისა“ და  „ჯეი ენდ თი ქონსალთინგისგან“ მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს

იხილეთ ინსტრუქცია

Blog_General.jpg

Bruce A. Edwards

Bruce is one of the pioneers in developing mediation to resolve commercial disputes in the United States. He has been a professional mediator since 1986 and has mediated over 8000 disputes. Bruce was a co-founder and former chairman of the board of directors of JAMS. In 2023 he joined Signature Resolution to continue his mediation practice while pursuing his passion for delivering high-quality mediation training through Edwards Mediation AcademyBruce has consistently received recognition for his work as a mediator, most recently being accepted into the inaugural edition of Who’s Who in ADR by ADR Times 2022; once again recognized as a Best Lawyer in the ADR category by Best Lawyers® 2022 and recognized as a Global Elite Thought Leader and Mediator in the US by Who’s Who Legal, 2023.